საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე შესაბამისობის აუდიტის ანგარიშები განიხილეს.
მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ჭიდაობის და ძიუდოს ეროვნული ფედერაციების საქმიანობის აუდიტის ანგარიშების მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ზაზა შეყილაძემ წარადგინა.
აუდიტის ანგარიშების განხილვა აუდიტის ობიექტების წარმომადგენლთა მონაწილეობით პარლამენტში ყოველთვიურად იმართება.


