თებერვალში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის აუდიტების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე განსახილველად ექვსი ეფექტიანობის და ერთი შესაბამისობის აუდიტის ანგარიში წარადგინა.
აუდიტორებმა სამუშაო ჯგუფის წევრებს „სეტყვასაწინააღმდეგო სისტემების“, „ფერმათა/ფერმერთა რეესტრის ფორმირებისა და ადმინისტრირების პროცესის“, „პანდემიის შემდგომ პერიოდში ინფექციების მართვის“, „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის მართვის შემდგომი რეაგირების“, „სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობის“, „ციფრული ჯანდაცვის“ ეფექტიანობის და შპს „საქართველოს მელიორაციის“ შესაბამისობის აუდიტების მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები გააცნეს. სამუშაო სხდომის მონაწილე აუდიტის ობიექტებმა რეკომენდაციების შესრულების სტატუსები წარმოადგინეს.


