სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტში განათლების სფეროს აუდიტის ანგარიშები განიხილეს 15 ივნისი, 2021

პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი ჯგუფის სხდომაზე განათლების სფეროს ორი ანგარიში განიხილეს. 

აუდიტორებმა „სსიპ – შოთა რუსთაველის სახ. საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გრანტების გაცემის და სახელშეკრულებო პირობების შესრულების 2017–2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“ და „საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის 2016-2019 წლების ეფექტიანობის აუდიტი“ წარადგინეს. ანგარიშში ასახული მიგნებები სამუშაო ჯგუფის წევრებს სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მარიამ ზაალიშვილმა გააცნო. 

ანგარიშებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების სტატუსსა და მიმდინარეობაზე ისაუბრეს აუდიტის ობიექტებმა - განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ების წარმომადგენლებმა.