საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე ეფექტიანობის აუდიტები განიხილეს.
დისტანციური სწავლება საჯარო სკოლებში და ექსპორტის ხელშეწყობის ღონისძიებების ეფექტიანობის ანგარიშების მიგნებები და რეკომენდაციები სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მარიამ ზაალიშვილმა და გიორგი კაპანაძემ წარადგინეს. აუდიტის ობიექტი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სამუშაო ჯგუფის წევრებს რეკომენდაციების შესრულების სტატუსზე ინფორმაცია გააცნეს.
აუდიტების ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ყოველთვიურად იმართება. მიმდინარე წელს ეს ჯგუფის მეექვსე შეხვედრა იყო.
