სახელმწიფო აუდიტის სამსახური

პარლამენტში ორი აუდიტის ანგარიში განიხილეს 23 თებერვალი, 2021

პარლამენტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფმა ჭადრაკის ფედერაციის და სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საქმიანობების შესაბამისობის აუდიტების ანგარიშები განიხილეს.

ჯგუფის წევრ პარლამენტარებსა და აუდიტის ობიექტი უწყებების წარმომადგენლებს სახელმწიფო აუდიტორებმა აუდიტის შედეგად გამოკვეთილი მიგნებები და გაცემული რეკომენდაციები გააცნეს.

ანგარიშებში ასახული მიგნებების განხილვის შემდეგ აუდიტის ობიექტებმა რეკომენდაციების შესრულების სტატუსები წარმოადგინეს.