საქართველოს კონტროლის პალატას SIGMA-ს (Support for improvement in Governance and Management) წარმომადგენელი ბიანკა ბრეთეში ეწვია და პალატის თავმჯდომარეს შეხვდა. სტუმრობის მიზანი იყო გასულ პერიოდში SIGMA-სთან თანამშრომლობის შედეგების განხილვა-შეფასება და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განსაზღვრა.
SIGMA, როგორც ევროკავშირის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი პროექტი, უზრუნველყოფს პარტნიორი ქვეყნების რეფორმების დაგეგმვასა და განხორციელებას. გარდამავალ პერიოდში საქართველოს კონტროლის პალატა სარგებლობს SIGMA-ს მხარდაჭერით, რათა ჩამოყალიბდეს სახელმწიფო სექტორის დამოუკიდებელ, თანამედროვე აუდიტორულ ორგანოდ.