სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სამუშაო შეხვედრა: 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი და ძირითადი საკომუნიკაციო მიმართულებები 26 დეკემბერი, 2016

22-23 დეკემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს 2017 წლის კომუნიკაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კომუნიკაციის პოლიტიკის დოკუმენტის განახლება, მომავალი წლის საკომუნიკაციო კამპანიებისა და საკომუნიკაციო აქტივობების განსაზღვრა.

აღნიშნულ შეხვედრაზე კომუნიკაციის ჯგუფმა წარადგინა პრეზენტაცია - „2015-2016 წლების კომუნიკაციების სამოქმედო გეგმის შესრულება - ძირითადი მიგნებები, გაკვეთილები და გამოწვევები, განხორციელებული აქტივობები“.

ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, ასევე განხილულ  იქნა ეფექტურ კომუნიკაციასთან დაკავშირებული წინადადებები, მოსაზრებები და რეკომენდაციები, რაც გათვალისწინებული იქნება 2017 წლის კომუნიკაციის სამოქმედო გეგმაში.

აღნიშნული სამუშაო შეხვედრა USAID - Good Governance Initiative (GGI) in Georgia  პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.