სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სამუშაო შეხვედრები ამერიკის შეერთებულ შტატებში 21 ივლისი, 2017

17-21 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია და გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე, ნინო ლომჯარია, სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი მარიკა ნაცვლიშვილი და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სხვა თანამშრომლები მონაწილეობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკისა და სოციალური საკითხების დეპარტამენტის (UNDESA) და უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ინიციატივის (INTOSAI IDI) მიერ ორანიზებულ მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმში. აღნიშნული შეხვედრის თემას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მზაობის აუდიტი წარმოადგენს.

შეხვედრა მიზნად ისახავს ძირითად დისკუსიებს და ცოდნის გაზიარებას მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მზადყოფნის კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით.  დისკუსიები გაიმართება ერთობლივი ეფექტიანობის აუდიტის სამ მიზანთან დაკავშირებით, რომლის განხორციელებისთვისაც შერჩეული იქნება უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციები, IDI-სა და მისი პარტნიორების მხარდაჭერით:

  • 2030-ის დღის წესრიგის ეროვნულ კონტექსტში გაერთიანება;
  • 2030-ის დღის წესრიგის განხორციელების მექანიზმების უზრუნველყოფა;
  • 2030-ის დღის წესრიგის მონიტორინგი, შემდგომი განხილვა, მიმოხილვა და ანგარიშგება.

ამასთანავე, შეხვედრა მიზნად ისახავს შესაძლებლობების უზრუნველყოფას, გაიზარდოს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების პოტენციალი მდგრადი განვითარების მიზნების ეფექტიანობის აუდიტის ჩატარების კუთხით და განხილულ იქნას უმაღლესი აუდიტორული ორგანოების გამოწვევები და შესაძლებლობები, რათა წვლილი შეიტანონ  შემდგომ საქმიანობასა და მდგრადი განვითარების მიზნების აღსრულებაში.

ამასთანავე,  17-19 ივლისს, სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი,  მარიკა ნაცვლიშვილი დაესწრო „მთავრობათაშორისი ეროვნული აუდიტის“ და „კიბერუსაფრთხოების“   ფორუმებს  ქალაქ ვაშინგტონში.