სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საპარლამენტო კომისია პალატაში 24 იანვარი, 2012

კონტროლის პალატას საქართველოს კონტროლის პალატის 2011 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი საქართველოს საპარლამენტის დროებითი კომისია ეწვია. პალატის წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს გასული წლის საქმიანობის შესახებ მოხსენებები წარუდგინეს შემდეგ საკითხებზე: ხარისხის კონტროლი; საჯარო აუდიტის ინსტიტუტი; ეფექტიანობის აუდიტი; თანამშრომელთა ტრენინგები; 2011 წელს განხორციელებული აუდიტების შედეგები; ურთიერთობა საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვ.

საქართველოს კონტროლის პალატის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის განმახორციელებელი დროებითი საპარლამენტო კომისია ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობას და შესაბამის რეკომენდაციებს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. საპარლამენტო კომისიის წევრები არიან: ბეჟან ბუცხრიკიძე, ანდრო ალავიძე, ჯონდო ბაღათურია, ნუგზარ ერგემლიძე, პავლე კუბლაშვილი, რატი მაისურაძე, გიორგი მელაძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, დავით ნადაშვილი, გურამ ჩახვაძე და ლევან ვეფხვაძე.

იხ. ტელესიუჟეტები