13 ივლისს საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა წარმატებით ჩაატარა საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლების მოპოვების მსურველ პირთა სასერტიფიკაციო გამოცდა. 38 მონაწილედან 22 პიროვნებამ წარმატებით ჩააბარა აღნიშნული გამოცდა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი სერთიფიცირება საქართველოს მაშტაბით პირველად ჩატარდა. სერთიფიცირებაში მონაწილეობის მსურველთა ინტერესის გათვალისწინებით საჯარო აუდიტის ინსტიტუტი წლის ბოლოს გეგმავს მეორე სასერტიფიკაციო კურსს.
