სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საქართველოს და ლატვიის გენერალური აუდიტორების ცოტნე ყავლაშვილის და როლანდს ირკლისის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე გენერალურმა აუდიტორებმა საქართველოსა და ლატვიის უმაღლესი აუდიტორიული ინსტიტუციების თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
საქართველოს და ლატვიის უმაღლესი აუდიტორული უწყებების თანამშრომლობა აუდიტორულ მიმართულებებში გამოცდილებების და აუდიტების წარმოებაში საუკეთესო პრაქტიკების გაზიარების პროცესს მოიცავს.
ცოტნე ყავლაშვილმა ლატვიის გენერალურ აუდიტორს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის განმეორებითი შეფასების SAI PMF შედეგები გააცნო. 2022 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროფესიული და ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების (SAI-PMF) უმაღლესი შეფასება მიიღო.
როლანდს ირკლისი თბილისში განახლებადი ენერგიის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა. ფორუმზე იგი მოხსენებით წარსდგა და ლატვიაში მწვანე ენერგიის მხარდაჭერის პოლიტიკის და აღდგენის და მდგრადობის მექანიზმის გეგმის აუდიტის შედეგებზე ისაუბრა.
ლატვიის გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილი ნოემბერში რიგაში მიიწვია, სადაც ლატვიის ორგანიზებით ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ფორუმზე იმართება.


