სახელმწიფო აუდიტის სამსახური

თავდაცვა 08 ნოემბერი, 2019
თავდაცვის სამინისტროს აპარატის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი
პერიოდი: 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის მიერ 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისთვის მომზადებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი. 

ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიზანს წარმოადგეს, მოპოვებულ იქნას დასაბუთებული რწმუნება იმის თაობაზე, წარმოდგენილი ფინანსური ანგარიშგება შეიცავს თუ არა შეცდომით ან თაღლითობით გამოწვეულ არსებით უზუსტობას და შედგენილ იქნას აუდიტორული დასკვნა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებას. აუდიტი ჩატარდა უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) მიხედვით. 

აუდიტის მიზნებიდან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა შესაფერისი შიდა კონტროლის მექანიზმები, ასევე შეაფასა ხელმძღვანელობის მიერ გამოყენებული სააღრიცხვო პოლიტიკის მიზანშეწონილობა, ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სააღრიცხვო შეფასებების დასაბუთებულობა და შესაბამისი ახსნა-განმარტებების მართებულობა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აპარატის მიერ 2018 წლის 31 დეკემბრით დასრულებული პერიოდისთვის მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა უარყოფითი მოსაზრება. 

იხილეთ სარეკომენდაციო წერილი