აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოში აუდიტის პროცესი და პროცედურები არსებითად იცვლება.
აუდიტის ჯეროვნად განხორციელებისათვის კი საჭიროა თვით სამინისტროების მიერ ფინანსური მართვის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.
სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით კონტროლის პალატამ სამინისტროებს მიმართა თხოვნით ფინანსური და საბუღალტრო ინფორმაციის მართვისათვის გამოიყენონ შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამები.