სახელმწიფო აუდიტის სამსახური

10 აპრილი, 2017
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2015წლის ფინანსური აუდიტით გამოთქმული პირობითი მოსაზრების ძირითადი საფუძვლები:

არაფინანსური აქტივები:

გარემოება:

  • საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 5 მარტის N02/166 ბრძანების თანახმად, გაწეულია სამინისტროს დაქვემდებაში მყოფი რამდენიმე სსიპ-ის სარგებლობაში მყოფი არასაცხოვრებელი შენობების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე გაწეულია 260.9 ათასი ლარის ხარჯი, რომლის კაპიტალიზება და შესაბამისად აქტივების ღირებულების ზრდა არ მომხდარა;
  • სსიპ “თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის” მიერ შეძენილი სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული პროგრამა აქტივად არ არის აღიარებული. აღნიშნული პროგრამის გაუმჯობესებასა და აკადემიურ მოთხოვნებთან მის შესაბამისობაში მოყვანაზე 2015 წელს სამხატვრო აკადემიამ გასწია 12.0 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები, რომლის კაპიტალიზირება არ მომხდარა;
  • რიგ შემთხვევებში არაფინანსური აქტივები (შენობა,მიწა-ფართი 51789 კვ.მ) არ არის შეფასებული ან/და ასახული კომპონენტების (სსიპ-ების) ფინანსურ ანგარიშგებაში
  • სსიპ „საქართველოს ეროვნულ მუზეუმს“ ფინანსურ ანგარიშგების ფორმა N1-ში „ძირითადი აქტივების“ მუხლის საწყისსა და საბოლოო ნაშთებში აღრიცხული აქვს 1496.5 ათასი ლარის ღირებულების სამუზეუმო ექსპონატები, „მუზეუმების შესახებ საქართველოს კანონის“ 22 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამუზეუმო ექსპონატი არ ექვემდებარება საბუღალტრო აღრიცხვას;
  • სსიპ ,,თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ“ ავანსის კაპიტალიზაცია განახორციელა შენობა-ნაგებობების მუხლზე 352.7 ათასი ლარის ღირებულებით;
  • სსიპ ,,ვაჟა ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა“ ნაცვლად ძირითადი აქტივების დაშლის შედეგად მიღებული სხვა მატერიალური მარაგების ღირებულების გაზრდისა, მოახდინა დემონტაჟის ხარჯების კაპიტალიზაცია და შენობა-ნაგებობების საბალანსე ღირებულების გაზრდა 113.1 ათასი ლარით. თეატრს 2015 წელს ბალანსიდან არ აქვს ჩამოწერილი 2 014.6 ათასი ლარის საბალანსე ღირებულების ძირითადი საშუალებები, რომელსაც გაუკეთდა დემონტაჟი;
  • სსიპ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტოსასწავლებელს „არაფინანსური აქტივების“ საბალანსო მუხლის მიხედვით ერიცხება საცხოვრებელი ბინა, რომლის ნარჩენი საბალანსო ღირებულება წლის ბოლოსთვის შეადგენდა 12.6 ათას ლარს. მისი ბალანსზე ასახვის სამართლებრივი საფუძველი წარმოდგენილი ვერ იქნა, საჯარო რეესტრის მონაცემის თანახმად, ფართი არაა სასწავლებელზე დარეგისტრირებული და არც ფაქტობრივი მისამართია დაზუსტებული. სასწავლებელი მისი ფლობიდან არ ღებულობს რაიმე სარგებელს და არ არსებობს მისი აქტივად აღიარების საფუძველი.

გავლენა: კონსოლიდირებული ბალანსის მიხედვით არაფინანსური აქტივების ღირებულება გაზრდილია ჯამში 3 971.0 ათასი ლარით.

შემოსავლები

გარემოება:

2015 წლის განმავლობაში მე-20 და 21-ე ეტაპის ფარგლებში საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა შეასრულა 619.8 ათასი ლარის სამუშაოები, რომლის ანაზღაურების მიზნით დამკვეთისთვის -სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია - გაგზავნილი ჰქონდა 16 ინვოისი, აქედან კომპანიას 2015 წელს ანაზღაურებული აქვს 377.2 ათასი ლარი, რომელიც მუზეუმმა ასახა როგორც კრედიტორული დავალიანება.

გავლენა: „კრედიტორული დავალიანების“ ანგარიშის საბოლოო ნაშთი გაზრდილია 377.2 ათასი ლარით, „გაუნაწილებელი მოგების“ და „მოკლევადიანი მოთხოვნების“ ანგარიშების საბოლოო ნაშთები შემცირებულია 619.8 და 242.6 ათასი ლარით.

ხარჯები

გარემოება:

სამინისტოს დაქვემდებარებაში არსებულ ზოგიერთ სსიპ-ში ცვეთის ხარჯების გაანგარიშებისას დაშვებულია რიგი უზუსტობები:

სსიპ-ის დასახელება

უზუსტობის შედეგი

ზრდა

შემცირება

სსიპ შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი

 

184 113

სსიპ ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სასწავლებელი

 

1 100

სსიპ პ.ადამიანის სახ, სომხური თეატრი

81

 

სსიპ ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახ. თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი

 

2 680

სსიპ ,,თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი“

9 893

3 028

სსიპ ქ.ფოთის ვ.გუნიას სახ, თეატრი

 

2 666

სსიპ სახელმწიფო თეატრის, კინოსა და მუსიკის მუზეუმი

 

868

სულ

9974

194455

გავლენა: ძირითადი აქტივების და წმინდა ღირებულების საბალანსე ანგარიშის საბოლოო ნაშთი გაზრდილია 184.5 ათასი ლარით.