საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა.
- მიუკერძოებლობა, პატიოსნება და მაღალი კვალიფიკაცია. ზუსტად ამ სამი ნიშნის მიხედვით შეირჩა გენერალური აუდიტორის კანდიდატურა და სწორედ ამ სამი ნიშნის მიხედვით დაამტკიცა პარლამენტმა ირაკლი მექვაბიშვილი. წარმატებებს ვუსურვებ ირაკლი მექვაბიშვილს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
- ჩვენი საქმიანობა იქნება დაფუძნებული ოთხ ძირითად ღირებულებაზე - პროფესიონალიზმი, ობიექტურობა, დამოუკიდებლობა და საჯაროობა. გაძლიერდება აუდიტის სამსახურის ტექნოლოგიური ბაზა. განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებთ ეფექტიანობის აუდიტის ამაღლებაზე, ვინაიდან მნიშვნელოვანია ყველამ ვიცოდეთ, როგორ ნაწილდება გადასახადების გადამხდელებისგან მოზიდული თანხები, - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა მედიასთან საუბრისას.
ირაკლი მექვაბიშვილის შეფასებით, გაცილებით ეფექტიანი გახდება თანამშრომლობა როგორც საქართველოს პარლამენტთან, ასევე საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან.
იხ. ინტერნეტ პრესა:
იხ. მედია


