სახელმწიფო აუდიტის სამსახური

06 ივლისი, 2017
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვებისა და სარეზერვო ფონდის ხარჯვის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2016, 2015

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ 2015-2016 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისა და სარეზერვო ფონდის ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში. აუდიტის შედეგად გამოვლინდა:

  • 2015 წელს გამოცხადებულ SPA150001308 ტენდერში პრეტენდენტი გამარჯვებულადაა ცნობილი ისე, რომ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დასტურდებოდა, აკმაყოფილებდა თუ არა იგი სატენდერო განცხადების მოთხოვნებს.
  • ცალკეულ შემთხვევაში ფონდიდან სახსრების გამოყოფა ხდებოდა ისეთი ხარჯების დასაფინანსებლად, რომელთა დაფინანსების გათვალისწინება შესაძლებელი იყო ადმინისტრაციის ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.
  • საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულ ზოგიერთ პროექტში მაღალია პროექტის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურების წილი.