სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2013 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 22 სექტემბერი, 2014

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2011-2013 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევევები. კერძოდ, - მივლინებებზე დებიტორულ დავალიანებაში 2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული დავალიანებიდან 1818.3 ათას ლარზე დაუდგენელია ანგარიშვალდებული პირები, ხოლო ანგარიშვალდებული პირებზე რიცხული 2874.4 ათასი ლარის დავალიანებები არარეალურია.

  • 2012-2013 წლებში შრომის ანაზღაურების მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გაზრდა 1,6801 ათასი ლარით განხორციელებულია კანონდარღვევით.
  • 2012-2013 წლებში ადმინისტრაციის თანამშრომლებზე პრემიების ოდენობის და მიმღები პირების განსაზღვრის რაიმე სისტემა დანერგილი არ ყოფილა. გასაცემ თანხას და მიმღებ პირებს განსაზღვრავდა ადმინისტრაციის უფროსი. ადმინისტრაციის რიგ თანამშრომლებზე ყოველთვიურად პრემიის სახით დასაბუთებების გარეშე გაცემულია ხელფასის 100-200 %.
  • 2011-2013 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან პრეზიდენტის განკარგულებების შესაბამისად სხვადასხვა ორგანიზაციებზე გამოყოფილი თანხების აუდიტით რიგ ორგანიზაციებში გამოვლინდა საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა.
  • პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში საკონსულტაციო მომსახურების შეძენის, საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და შესაბამისი წინადადებების შემუშავებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 4 სხვადასხვა კომპანიაზე გამოყოფილ 1 მილიონ 170 ათას 300 ლარზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისა და შესაბამისად თანხების მიზნობრივად ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოდგენილი ვერ იქნა.
  • პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანამათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღებაზე გასაწევი ხარჯების დაფინანსების მიზნით, ადმინისტრაციას სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ 1 მილიონ 13 ათას 500 ლარზე ვერ დგინდება, თუ როგორ და რა კრიტერიუმებით მოხდა კონკურსანტების გამარჯვებულად გამოცხადება და გამარჯვებულებზედაფინანსებების გადანაწილება.
  • 2012 და 2013 წლის 11 ნოემბრამდე პერიოდში ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ლიმიტით გათვალისწინებული სატელეფონო ხარჯების გარდა გამოყოფილ 40-44 ცალ ულიმიტო მობილური ტელეფონზე გახარჯულია სულ 428.2 ათასი ლარი. აღნიშნული რაოდენობის ულიმიტო ტელეფონების თანამშრომლებზე განაწილების, მათზე გაწეული ხარჯების მიზნობრიობისა და კანონიერების შესახებ მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა.
  • შპს ,,სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2-მა ყოველგვარი ხარჯთაღრიცხვისა და გაანგარიშებების გარეშე ადმინისტრაციას დაუმზადა და გადასცა 170.0 ათასი ლარის ღირებულების გადაცემა ,,კურიერის 21:00 საათიანი გამოშვების 2003 წლის 1 აგვისტოდან 2013 წლის 5 ოქტომბრამდე პერიოდის ყველა არსებული ჩანაწერის საარქივო მასალა. ადმინისტრაციისაგან ვერ იქნა განმარტებული საარქივო მასალის შეძენის მიზანშეწონილობა და ასევე მისი შესაძლო გამოყენების პერსპექტივა უწყების საქმიანობის საჭიროებისათვის.
  • 2011-2013 წლებში შესყიდული 930.3 ათასი ლარის ღირებულების ალკოჰოლური სასმელებიდან 266.7 ათასი ლარის სასმელებზე ვერ დგინდება, კონკრეტულად თუ როდის და რა სახის ღონისძიებებზე იქნა მოხმარებული, ხოლო საჩუქრების სახით შესყიდული საათების, ოქროს სამკაულების, კომპიუტერული ტექნიკისა და ტელეფონების შესყიდვა და საჩუქრების სახით გადაცემა წარმომადგენლობითი ხარჯების სახით არამართებული იყო.
  • ადმინისტრაციას ბალანსზე გამოუყენებელი აქტივების სახით ერიცხება 326.3 ათასი ლარის ღირებულების 4 ერთეული ელექტრომობილი დამტენი მოწყობილობებით, ორი ცალი 46 ათასი ლარის ღირებულების საათი ,,ბელგრავია“და 32.9 ათასი ლარის ღირებულების 8 დასახელების შიდა სატელეფონო ქსელის ფუნქციონირებისათვის საჭირო აპარატურა.
  • საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებების შესაბამისად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფისათვის 2179.0 ათას ლარად შესყიდული მობილური სატელევიზიო სადგურისა და   4 ცალი მონიტორის გამოყენებისა და შესაბამისად მომსახურების ფასში ასახვის შესახებ მონაცემები წარმოდგენილი ვერ იქნა.
  • საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 14 სექტემბრის N14/09/10 განკარგულებით, საქართველოს პრეზიდენტის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიზიტისათვის დადგენილი სადღეღამისო ნორმის დანამატი, ნაცვლად ბრძანებულებით დადგენილი 300 აშშ დოლარისა, განისაზღვრა 900 აშშ დოლარის ოდენობით. შედეგად, გაზრდილი ოდენობით გახარჯულმა საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 239.7 ათასი ლარი.
  • სამივლინებო ხარჯებში ფაქტობრივ ხარჯად ზოგიერთი გაუშიფრავი ხარჯების აღიარებით ვერ მივიღეთ სათანადო მტკიცებულებები და ვერ დავრწმუნდით საბიუჯეტო სახსრებიდან 438.7 ათასი ლარის ხარჯვის კანონიერებასა და მიზნობრიობაში.
  • ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში პრეზიდენტისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის არ განხორციელების მიუხედავად ქ. რიო-დე-ჟანეიროში ადმინისტრაციის 4 თანამშრომლის მივლინებაზე არამიზნობრივადგახარჯულია 150.4 ათასი ლარი.
  • პრეზიდენტის სასტუმრო მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, 2012 წლის 1იანვრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში შპს ,,არგო მენეჯმენტზე“ სასტუმრო ,,რედისონში“და ს.ს. ,,ნუროლ ინშაათ ვე თეჯარეთზესასტუმრო ,,შერატონში“ შეთანხმებებით გათვალისწინებული მომსახურების დეტალური ხარჯთაღრიცხვების წარმოდგენის გარეშე გადარიცხულ 111.1 ათასი ლარზე ვერ დგინდება, თუ რა ვიზიტებისა და შეხვედრებისას განხორციელდა ბათუმში პრეზიდენტის სასტუმრო მომსახურება.

ამასთან, მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაგზავნილია საქართველოს მთავარ პროკურატურაში.

იხ. ანგარიშის სრული ვერსია