სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ტაილანდის სამეფოს აუდიტის სამსახურის დელეგაციას მასპინძლობს 12 სექტემბერი, 2025

2025 წლის 8-12 სექტემბერს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაციის INTOSAI-ის თანამშრომლობის ფარგლებში გენერალური აუდიტორის მონთიენ ჩაროენპოლის ხელმძღვანელობით ტაილანდის სამეფოს აუდიტის სამსახურის დელეგაციას მასპინძლობდა.

შეხვედრა საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა და სტუმრებს სამსახურის მიერ ბოლო წლებში გატარებული რეფორმების, პრიორიტეტული მიმართულებების, დანერგილი სიახლეების და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს საჯარო აუდიტის ეფექტიანი განხორციელებისათვის დანერგილი ისეთი ინოვაციური მექანიზმები, როგორიცაა აუდიტის მართვის ელექტრონული სისტემა - AMS და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა - ARIS.SAO.GE.    ვიზიტის ფარგლებში, ტაილანდის სამეფოს აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები ასევე გაეცნობიან საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის SAI-PMF შეფასების შედეგებს, ანალიტიკური ვებ-პლატფორის „ბიუჯეტის მონიტორის“ სპეციფიკას, სამსახურის მიერ ჩატარებული კაპიტალური პროექტების, სახელმწიფო ვალის მართვისა და მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვის აუდიტების შედეგებს. 

ტაილანდის სამეფოს გენერალურმა აუდიტორმა მონთიენ ჩაროენპოლმა, თავის მხრივ საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს მასპინძლობისა და მნიშვნელოვანი სიახლეების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა და შემდგომი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა. 

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმატებული გამოცდილების და დანერგილი ინოვაციების გაზიარების მიზნით თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან სამომავლოდაც გააგრძელებს.