სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და გამოთქვა პირობითი მოსაზრება.
პირობითი მოსაზრების საფუძვლებს წარმოადგენდა შემდეგი გარემოებები:
- სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არ ჰქონდა ელიმინირებული შიდა ჯგუფური ოპერაციები.
- ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ასახული მის საკუთრებაში არსებული ფასეულობები, კერძოდ: არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ექსპონატები, ასევე ენოთეკა.
ასევე აღსანიშნავია სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც:
- სამინისტროს აპარატის აქტივების ნაშთი მოიცავს საკრედიტო კავშირებზე გაცემულ 6,256,860 ლარის ვადაგადაცილებულ სესხებს, რომლის ამოღების ალბათობაც ძალიან მცირეა.
- სამინისტროს მთელ სისტემაში დანამატის გაცემის დასაბუთების მიზნით, არ ხორციელდება ზეგანაკვეთური მუშაობის, ან/და განსაკუთრებული სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების შედგენა.