სახელმწიფო აუდიტის სამსახური

„საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობის ხელშეწყობა - სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პუბლიკაცია საერთაშორისო ჟურნალში 17 სექტემბერი, 2014

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადდა  პუბლიკაცია „საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობის ხელშეწყობა“ ჟურნალისათვის - „ინოვაციები ევროპის უმაღლეს აუდიტორულ ორგანოებში“ (EUROSAI Innovations). პუბლიკაცია მიმოიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლს. კერძოდ კი სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე დასკვნის მომზადებისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიზნად ისახავს არამხოლოდ კანონპროექტით გათვალისწინებული მაჩვენებლების საფუძვლიანობისა და კანონიერების შეფასებას, არამედ კანონპროექტის საფუძვლად გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებების და განსაზღვრული მაჩვენებლების ფისკალურ ლიმიტებთან შესაბამისობის ანალიზს. აღნიშნულით სამსახური ხელს უწყობს ფისკალურ დისციპლინისა და საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობის გაძლიერებას.

თემატიკა შერჩეულ იქნა 2008 წლის გლობალური ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის შედეგად, საშუალოვადიანი ფისკალური მდგრადობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი აუდიტორული ორგანოების როლის შესახებ მზარდი საერთაშორისო დისკუსიის გათვალისწინებით.