დღეს, 25 ივლისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, ლაშა თორდია უწყების თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარმა აუდიტორმა შეაჯამა გაწეული 5-წლიანი საქმიანობა და მადლობა გადაუხადა თითოეულ თანამშრომელს.
- ვფიქრობ, რომ ის პრინციპები, რაც განაპირობებს აუდიტის სამსახურის ეფექტიან ფუნქციონირებას, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის დამოუკიდებლობა, სამართლიანობა და ობიექტურობა. ეს იყო ის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი, რომ აუდიტის დასკვნები იყო ობიექტური და სამართლიანი. ეს დასკვნები კი, შემდგომ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევდა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ერთ-ერთ ძირითად მიღწევად სწორედ დამოუკიდებლობა მიმაჩნია. რაც შეეხება შეცდომებს, ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებული შეცდომა დაუშვა აუდიტის სამსახურმა. შეიძლება უფრო მეტად გახსნილები უნდა ვყოფილიყავით, მეტჯერ უნდა გამართულიყო დებატები პრობლემებზე, ასევე მინდა ჩემთან დაკავშირებული ინციდენტიც გავიხსენო. ის, რაც გამოქვეყნდა საჯაროდ და ბოდიშიც მოვიხადე… ამას ძალიან ვნანობ, თუმცა მიმაჩნია, რომ განვლილმა ხუთმა წელმა, ძირითადად, სამსახურის საქმიანობა უფრო მეტად წარმოაჩინა, - განაცხადა ლაშა თორდიამ.
ლაშა თორდია აუდიტის გენერალურ აუდიტორად 2012 წლის 25 ივლისს დაინიშნა.
იხ. ვიდეო
იხ. რადიო
