27 დეკემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამართულ რიგგარეშე სესიაზე, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კახაბერ კირტავამ წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე.
აღნიშნული დასკვნა აფასებს წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას. ამავე დროს, მიმოიხილავს 2016 წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციებსა და მნიშვნელოვან საკითხებს და მათზე დაყრდნობით შეფასებულია კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობა.
ამასთანავე, დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვაზე და მათი გათვალისწინება მიზანშეწონილია 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის ფორმირების პროცესში.
