16 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში გამართულ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსმა, ცოტნე ქარქაშაძემ წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტზე.
აღნიშნული დასკვნა აფასებს წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას. ამავე დროს, მიმოიხილავს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციებსა და მნიშვნელოვან საკითხებს. ამასთანავე, დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვაზე და მათი გათვალისწინება მიზანშეწონილია 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის ცვლილების პროექტის ფორმირების პროცესში.
იხ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა 2016 წლის ბიუჯეტის კანონის ცვლილებაზე - I წარდგენა
