14 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში გამართულ პლენარულ სხდომაზე, გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ, ნინო ლომჯარიამ წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე.
აღნიშნული დასკვნა აფასებს წარმოდგენილი ბიუჯეტის კანონის პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობასა და კანონიერებას. ამავე დროს, მიმოიხილავს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე ტენდენციებსა და მნიშვნელოვან საკითხებს, რომელზე დაყრდნობითაც შეფასებულია კანონპროექტით წარმოდგენილი მონაცემების რეალისტურობა. ამასთანავე, დასკვნაში ყურადღება გამახვილებულია იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვაზე და მათი გათვალისწინება მიზანშეწონილია 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის ფორმირების პროცესში.
დასკვნა "საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტზე
შრომის ანაზღაურების დინამიკა საბიუჯეტო ორგანიზაციებში
