სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაცია შვედეთში, მრავალმხრივი ცოდნის გაზიარების მესამე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს. 16 ნოემბერი, 2016

16-18 ნოემბერს, გენერალური აუდიტორის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად შვედეთში (სტოკჰოლმი,) მრავალმხრივი ცოდნის გაზიარების მესამე სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობს. შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს ფინანსური აუდიტის ჩატარებას საერთაშორისო პრინციპებისა და ნორმების გათვალისწინებით, ასევე, ცოდნის გაზიარებას, პარტნირული ურთიერთობებისა და პროფესიული შესაძლებლობების გაზრდას პროექტში მონაწილე მხარეებს (სახელმწიფო აუდიტის სამსახური (SAO), მოლდოვას საანგარიშო სასამართლო (CoA MD), ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახური (SAO LV) შორის. შეხვედრის მასპინძელია შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისი (SNAO).

შეხვედრის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს პლენარულ სხდომასა და გუნდურ მუშაობაში, სადაც განიხილება ფინანსური აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების/წლის ბიუჯეტის ანგარიშის მომზადების მიმართულებით.