სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებპლატფორმა - „ბიუჯეტის მონიტორი“ ბრიტანული „გარდიანის“ ფოკუსში 31 ივლისი, 2017

ბრიტანული გამომცემლობა „გარდიანი“ 21 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებპლატფორმას - „ბიუჯეტის მონიტორს“ (www.budgetmonitor.ge) მსოფლიოში ღია მმართველობისა და ხელისუფლების განხორციელებაში მოქალაქეების მონაწილეობის გამორჩეულ ინიციატივებს შორის ასახელებს.

 „საქართველოში მოქალაქეებს აქტიურად მოუწოდებენ მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წლიური აუდიტის დაგეგმვაში,  ახალი „ბიუჯეტის მონიტორის“ პლატფორმის გამოყენებით, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შექმნა, ხმა მისცენ იმ სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებს, რაც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ, მათ შორის საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურულ და ჯანდაცვის მიმართულებით.“ - ნათქვამია სტატიაში.

 „ჩვენ მოვუწოდებთ მოქალაქეებს პლატფორმის გამოყენებით მოგვაწოდონ მოსაზრებები საბიუჯეტო რესურსების მართვაში არსებული ხარვეზების შესახებ, მონაწილეობა მიიღონ აუდიტის წლიური გეგმის შედგენაში და გაგვიზიარონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია კორუფციული რისკების შესახებ,  რათა ერთად შევუწყოთ ხელი მათ აღმოფხვრას“ - აცხადებენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.

გარდა მოქალაქეთა ჩართულობის  შესაძლებლობებისა, ვებპლატფორმა - „ბიუჯეტის მონიტორი“ დაინტერესებულ პირებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ მათთვის საინტერესო სფერო და მყისიერად მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლების, ხარჯების, ვალის, ინფრასტრუქტურული პროექტების, პროგრამული ბიუჯეტის, შესყიდვების და აღნიშნულ საკითხებზე აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზებისა და რეკომენდაციების შესახებ.

ბიუჯეტის მონიტორის კიოსკები განთავსებულია საქართველოს პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ხოლო პლატფორმა საჯაროდ ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.budgetmonitor.ge

იხ. ლინკი https://www.theguardian.com/public-leaders-network/2017/jul/21/six-ways-influence-government-citizen-action

იხ. ინტერნეტ მიმოხილვა