სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა პოლიტიკურ პარტიებს 07 აგვისტო, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიმართავს არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პოლიტიკურ პარტიას და მათ წარმომადგენლებს იწვევს საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად.

შეხვედრა გაიმართება 2017 წლის 9 აგვისტოს, 15:00 საათზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფისში. მისამართი: ქ. თბილისი, წმ. ქეთევან დედოფლის გამზ. N96.

შეხვედრის მიზანია აუდიტის სამსახურის რეგულაციების ცვლილებების განხილვა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების 2017 წლის არჩევნებისთვის მომზადება.