სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გამართეს.
სამუშაო ფორმატში განიხილებოდა აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტში ჩატარებული აუდიტების შედეგად იდენტიფიცირებული ძირითადი ნაკლოვანებები და მათ აღმოსაფხვრელად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა და მნიშვნელობა, რომელიც პრეზენტაციის სახით დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახაბერ კირტავამ წარადგინა.
შეხვედრაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა ტრენინგების ორგანიზებასთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა პროფესიონალიზმის ამაღლებას და სახელმწიფო სექტორის მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
საჯარო ფინანსების მართვის პროცესში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტი რეგიონის მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრებს პერიოდულად მართავს.
