სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის უმაღლეს საბჭოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა 18 მაისი, 2018

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გამართულ პლენარულ სხდომაზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აჭარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახა კირტავამ წარადგინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშთან დაკავშირებით.

მოხსენებაში მიმოხილულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვისა და შესრულების შედეგები და გამახვილებულია ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც გავლენა აქვთ საჯარო ფინანსების მართვის პროცესზე.

ამასთანავე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წარადგინა რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება ხელს შეუწყობს ბიუჯეტის დაგეგმვა/შესრულების პროცესის სრულყოფასა და სახელმწიფო სექტორის ფინანსური მართვის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

იხილეთ მოხსენება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ“.