სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარუდგინა 12 ივნისი, 2018

გენერალურმა აუდიტორმა  ირაკლი მექვაბიშვილმა    პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება  წარადგინა.

ანგარიშში  გაანალიზებულია  2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის თუ შესრულების ეტაპებზე არსებული საკითხები შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: სახელმწიფო ბიუჯეტის ფისკალური პარამეტრები, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესი, სახელმწიფო ვალი, საინვესტიციო პროექტების შესრულების მდგომარეობა, პროგრამული ბიუჯეტირება, ცალკეული პროგრამებისა თუ ქვეპროგრამების ათვისება და სხვა.

ანგარიშში გაცემულია რეკომენდაციები, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, გააუმჯობესებს სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და ანგარიშგების პროცესს და ხელს შეუწყობს საჯარო ფინანსების მართვის ხარისხის ზრდას.