სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო ტრენინგი დაასრულა 10 ნოემბერი, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საერთაშორისო ორგანიზაცია IDI-თან (უმაღლესი აუდიტორული ორგანოების განვითარების ინიციატივა) ერთად „აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის“ ტრენინგ/სემინარი დაასრულა.

ხუთდღიან ტრენინგ/სემინარში, რომელიც თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჩატარდა, 25 ქვეყნის აუდიტორული ინსტიტუტების 60-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა.

საერთაშორისო ექსპერტებმა ტრენინგის მონაწილეებს გაუზიარეს აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის თანამედროვე სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესახებ საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც სამომავლოდ სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს აუდიტორულ ინსტიტუტებში უნდა დაინერგოს.

ტრენინგ/სემინარი 6 ნოემბერს, ოფიციალურად გენერალურმა აუდიტორმა, ირაკლი მექვაბიშვილმა გახსნა.