სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „საჯარო სექტორში პროდუქტიულობის გაუმჯობესების“ სასწავლო კურსი დაიწყო 15 იანვარი, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის „საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა“  საჯარო სექტორში პროდუქტიულობის გაუმჯობესების სასწავლო კურსი დაიწყო. 

სწავლების მიზანია  მსმენელებს მისცეს საჯარო მართვის  ეფექტურად  და პროდუქტიულად  განხორციელების საბაზისო ცოდნა, რომელიც მენეჯმენტის ამერიკული სკოლის თანამედროვე სწავლებაზეა დაფუძნებული. 

6 კვირიანი კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ შესაძლებლობა დასახონ რეალისტური ეფექტიანი მართვის სტრატეგიები, გაანალიზონ პროდუქტიულობის გაუმჯობესების ინიციატივები და ამით ხელი შეუწყონ საჯარო მმართველობის გაუმჯობესების პროცესს.

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელიც ფლობს ინგლისურ ენას.  სასწავლო კურსს უძღვება ევროკავშირის პროექტის „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება“ ექსპერტი გიორგი ალასანია.

სასწავლო კურსის პირველ ლექციას გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და გენერალური აუდიტორის მოადგილე დავით გოგიჩაიშვილი დაესწრნენ.

„საჯარო აუდიტის ინსტიტუტს“ მიმდინარე წელს დაგეგმილი აქვს ასევე საჯარო ფინანსების მართვასა და აუდიტორულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა სწავლებები.

„საჯარო აუდიტის ინსტიტუტი“ წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  ქვეუწყებას, რომელიც  ახორციელებს საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირებას, უზრუნველყოფს სხვადასხვა სასწავლო კურსების შემუშავებასა და ჩატარებას, რითაც ხელს უწყობს საჯარო სფეროში მომუშავე აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებას.

„საჯარო აუდიტის ინსტიტუტის“ მთავარი მიზანია აუდიტორთა კვალიფიკაციის ამაღლების  გზით აუდიტების ხარისხის გაუმჯობესება და მაღალი სტანდარტის აუდიტორული დასკვნების მომზადების ხელშეწყობა.