სახელმწიფო აუდიტის სამსახურში სამუშაო ვიზიტით იმყოფება კორეის აუდიტისა და ინსპექტირების საბჭოს დელეგაცია.
კორეის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს დელეგაციის წევრებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალ მენეჯმენტთან. შეხვედრის მონაწილეები ორ უწყებას შორის 2016 წელს გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფისში, საქართველოში არსებული საჯარო ფინანსების მართვის კუთხით და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და მისი ძირითადი პარტნიორი სახელმწიფო ორგანიზაციების თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარების მიზნით, კორეელი კოლეგებისთვის პრეზენტაციები გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკთან ერთად, მემორანდუმის ფარგლებში, კორეის აუდიტისა და ინსპექტირების საბჭოს ჩართულობით შეიქმნა „ბიუჯეტის მონიტორის“ ვებ პლატფორმა, რომელიც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ მუდმივად განახლებადი და სანდო ინფორმაცია საჯარო ფინანსების საკითხებთან დაკავშირებით.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და კორეის აუდიტისა და ინსპექტირების საბჭოს (BAI) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას ინოვაციური ელექტრონული სისტემების დანერგვის კუთხით.
