18 მაისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებმა გამწვანების აქცია გამართეს და თბილისის ოფისის ეზოში 50-მდე კვიპაროსი და პირამიდა კვიპაროსის ნერგი დარგეს.
აღსანიშნავია, რომ გამწვანების აქცია გასულ წელსაც გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ტერირორიაზე 80-მდე სხვადასხვა ჯიშის ნერგი დაირგო.
