გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი და გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ პროგრამის ხელმძღვანელს იენს პეტერსენ ტუმპსენს, GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს როლანდ შტოირერს და PFM პროგრამის წარმომადგენლებს - კრისტიან დიორინგს და ინგა სინჯიკაშვილს შეხვდნენ.
შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და GIZ-ის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები, მათ შორის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით, ასევე განისაზღვრა სამომავლო პარტნიორობის ძირითადი სფეროები.
გენერალურმა აუდიტორმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს მხარდაჭერისა და თანადგომისათვის. ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან პარტნიორობა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აუდიტორული საქმიანობის გაცილებით მაღალი ხარისხით განახორციელებაში ეხმარება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და გერმანიის საერთაშორისო საზოგადოების (GIZ) თანამშრომლობა 2020 წლამდე გაგრძელდება.
