სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 14-მა აუდიტორმა კომპეტენციის საერთაშორისო სერტიფიკატები მიიღო 27 თებერვალი, 2023

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 14-მა აუდიტორმა INTOSAI - ს განვითარების ინიციატივის (IDI) საპილოტე ერთწლიანი პროფესიული განათლების პროგრამის და შესაბამისი გამოცდების გავლის შემდეგ კომპეტენციის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატები მოიპოვა. 

პროფესიული დახელოვნების პროგრამა ფინანსურ, შესაბამისობის და ეფექტიანობის აუდიტების წარმოებაში საერთაშორისო პრაქტიკების და მეთოდოლოგიების გაცნობას მოიცავს.  

კომპეტენციის (PESA-P Certificate of Competence) დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატები და ქოუჩების აღიარების სერტიფიკატები (PESA-P Certificate of Appreciation) აუდიტორებს გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა გადასცა. 

ამჟამად მიმდინარეობს პროგრამის მეორე ეტაპი - „ქოუჩების სპეცკურსი“ (PESA-P Special Edition for SAI Coaches), რომელშიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოთხი აუდიტორი მონაწილეობს. 

პროექტში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ევროკომისიის ეკონომიკური მმართველობისა და ფისკალური ანგარიშვალდებულების (EGFA) პროგრამის ფარგლებში - მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების პროგრამის მხარდაჭერით მონაწილეობს.