სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური EUROSAI-ის საიუბილეო წიგნში 28 მარტი, 2022

უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციამ (EUROSAI) დაარსებიდან 30 წლისთავთან დაკავშირებით საიუბილეო წიგნი გამოსცა. წიგნში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში აღნიშნულია EUROSAI-ს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მრავალმხრივი თანამშრომლობის შესახებ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქტიურად მონაწილეობს EUROSAI-ს სამუშაო ჯგუფების მიერ წარმოებულ პარალელურ აუდიტებში და სხვადასხვა თემატურ შეხვედრებში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური  EUROSAI-ს  ხუთი სამუშაო ჯგუფის წევრია (ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT), გარემოს დაცვის, უბედური შემთხვევებისა და კატასტროფების მართვის, მუნიციპალური აუდიტის სამოქმედო და აუდიტის ეთიკის ქსელის ჯგუფების).

„EUROSAI წარმოადგენს ევროპული უმაღლესი აუდიტორული უწყებების ქვაკუთხედს ინსტიტუციური განვითარებისა და აუდიტორთა გაძლიერებისათვის, რაც ეფუძნება საერთაშორისო აუდიტორული საზოგადოების მხრიდან მრავალმხრივ მხარდაჭერას“- აღნიშნავს გენერალური აუდიტორი ირაკლი მექვაბიშვილი საიუბილეო წიგნში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

საქართველო უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპულ ორგანიზაციას (EUROSAI) 1993 წელს შეუერთდა. ორგანიზაცია 50 წევრს აერთიანებს.