სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახური IDI-ს SAI PMF შეფასების მიმოხილვებში ექსპერტულ დახმარებას გაუწევს  30 ივნისი, 2025

INTOSAI -ს განვითარების ინიციატივამ (INTOSAI/IDI) უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციებისთვის საქმიანობის შეფასების ჩარჩოს (SAI PMF) დამოუკიდებელი მიმოხილვის ექსპერტთა ერთკვირიანი ტრენინგი ჩაატარა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან სტრატეგიული ანალიზის სამსახურის წამყვანმა ანალიტიკოსმა მარიამ დანელიამ გაიარა. 

ტრენინგის მონაწილეები შერჩეული არიან IDI-ის მიერ, როგორც მათი ექსპერტები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი აუდიტორული ორგანიზაციების SAI PMF-ის შეფასების დამოუკიდებელ მიმოხილვაში ჩაერთვებიან და შეფასების ხარისხის კონტროლის ანგარიშებს მოამზადებენ.

ტრენინგის მონაწილეებს IDI-ს ექსპერტებმა დამოუკიდებელი მიმოხილვის ჩატარების განახლებული მეთოდოლოგია გააცნეს და შესაბამისი ანგარიშის მომზადების ინსტრუქცია გაუზიარეს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ორჯერ გაიარა SAI PMF შეფასება, რომელშიც 2022 წელს უმაღლესი შეფასება მიიღო აუდიტორულ და ორგანიზაციულ საქმიანობაში.