სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მდგრადი განვითარების მიზნების აუდიტზე INTOSAI-ის საერთაშორისო ვებინარზე ისაუბრა 29 ნოემბერი, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს INTOSAI-ის განვითარების ინიციატივის (IDI) საერთაშორისო ვებინარში მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მზადყოფნის აუდიტის ზეგავლენის შესახებ.

სამსახურის მდგრადი განვითარების მიზნების აუდიტის ჯგუფმა შეხვედრაზე საერთაშორისო საზოგადოებას გაუზიარა გამოცდილება მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მზადყოფნის ეფექტიანობის აუდიტის (2018-2019) რეკომენდაციების შესრულებისა და ეროვნულ დონეზე გაუმჯობესების შესახებ. SDG აუდიტი IDI-ის ხელშეწყობით განხორციელდა - საერთაშორისო ერთობლივი მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მზადყოფნის ეფექტიანობის აუდიტის (2017-2019) ფარგლებში.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციებში მდგრადი განვითარების მიზნების მზადყოფნის აუდიტის რეკომენდაციების შესრულებაში IDI-ის მხარდაჭერის მექანიზმები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა - სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსმა ცოტნე ქარქაშაძემ, სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის სამსახურის უფროსმა ლაშა კელიხაშვილმა და  ბიუჯეტის წამყვანმა ანალიტიკოსმა ნინო ფრუიძემ.