სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ჩართულობით, ქალაქ რიგაში (ლატვია) უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების (SAI) ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ყოველწლიური ფორუმი გაიმართა.
ფორუმის მონაწილე ქვეყნების - ლატვიის, საქართველოს, მოლდოვას და აზერბაიჯანის უმაღლესი აუდიტორული სამსახურების წარმომადგენლებმა განიხილეს რეგიონულ დონეზე ინსტიტუციური განვითარების შესაძლებლობები, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის პერსპექტივები და მომავალი წლის სტრატეგიული ინიციატივები. ფორუმის მონაწილეები ლატვიის პრეზიდენტმა ეგილს ლევიცსმა მიიღო.
აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების უმაღლესი აუდიტორული დაწესებულებების ფორუმი შეიქმნა ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - „საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუტების შესაძლებლობების განვითარება საერთაშორისო სტანდარტების გაძლიერებულ გამოყენებაში“ ფარგლებში.
პროექტის მიზანია საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სახელმწიფო აუდიტის სამსახურების მხარდაჭერა მათ ძალისხმევაში, განახორციელონ პროფესიული საქმიანობა საერთაშორისო აუდიტორული სტანდარტების შესაბამისად.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორუმზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარმოადგენდნენ სახელმწიფო ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის დეპარტამენტის უფროსი ცოტნე ქარქაშაძე, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კეკელიშვილი, საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო კერესელიძე.


.jpg)