სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტში შესაბამისობის ორი ანგარიში წარადგინა 08 სექტემბერი, 2025

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა პარლამენტის აუდიტების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე შესაბამისობის ორი ანგარიში წარადგინეს.

აუდიტების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის წევრებმა შპს „ენგურჰესის“ საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკოს)“ შესაბამისობის აუდიტის ანგარიშებში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები მოისმინეს.

აუდიტორული შემოწმებების შედეგად გამოვლენილ იქნა სხვადასხვა მიგნებები, რომლებიც ეხება აქტივების მართვის, შესყიდვების, შრომის ანაზღაურებისა და ფულადი ჯილდოს გაცემის, ავტომობილების გამოყენებისა და საწვავით უზრუნველყოფის ხარვეზებსა და ნაკლოვანებებს.

პარლამენტის სამუშაო ჯგუფს, აუდიტის  მიგნებები და რეკომენდაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საერთო დანიშნულების და სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა წარუდგინა. 

აუდიტის ობიექტები ეთანხმებიან გაცემულ რეკომენდაციებს და აღნიშნავენ, რომ მათი ნაწილი შესრულებულია, ნაწილს კი მიმდინარე სტატუსი აქვს.