საერთაშორისო აუდიტორული ინსტიტუციების საქმიანობის შეფასების ჩარჩოს (Supreme Audit Institutions Performance Measurement Framework − SAI PMF) ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ორგანიზაციული ღირებულებების გარემოს თვითშეფასების პროცესი დაიწყო.
სამუშაო შეხვედრებს მოდერაციას უწევს ლატვიის აუდიტის სამსახურის საბჭოს წევრი ედგარს კორჩაგინსი, რომელიც ნიდერლანდების აუდიტის (NCA) წარმომადგენელთან ინა დე ჰაანისთან ერთად IntoSAINT (INTOSAI Self Assessment Integrity) ექსპერტის სტატუსით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თვითშეფასების პროცესში ეხმარება.
სამუშაო რეჟიმის ფარგლებში ერთობლივად შემუშავდება რეკომენდაციები, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს შიდა რისკების მართვასა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას ორგანიზაციის საქმიანობის გასაუმჯობესებლად.
თვითშეფასების პროცესის დასრულების შემდეგ IntoSAINT-ის ექსპერტები სამსახურის მენეჯმენტს ჩატარებული თვითშეფასების შედეგებს და რეკომენდაციებს წარუდგენენ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში თვითშეფასება 2018 წელს ჩატარდა. შედეგად გაცემული რეკომენდაციები ასახული იქნა სამსახურის 2018-2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში.


