სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში თვითშეფასების (SAI PMF) ანგარიში მომზადდა 15 აპრილი, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ორგანიზაციული ღირებულებების გარემოს თვითშეფასების ანგარიში მომზადდა.

IntoSAINT-ის ექსპერტების, ნიდერლანდების (NCA) და ლატვიის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების ინა დე ჰანის და ედგარს კორჩაგინსის ფასილიტაციით თვითშეფასების პროცესი სამსახურის თანამშრომელთა ჩართულობით 12-15 აპრილს ჩატარდა.

თვითშეფასების ანგარიში IntoSAINT-ის ექსპერტებმა სამსახურის მენეჯმენტს წარუდგინეს და შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს. თვითშეფასების ანგარიშში ასახული რეკომენდაციები მიზნად ისახავს განგრძობით ინსტიტუციურ გაძლიერებას. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში თვითშეფასების პროცესი საერთაშორისო აუდიტორული ინსტიტუციების საქმიანობის შეფასების ჩარჩოს (Supreme Audit Institutions Performance Measurement Framework − SAI PMF) ფარგლებში ჩატარდა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში თვითშეფასება 2018 წელს ჩატარდა. შედეგად გაცემული რეკომენდაციები ასახული იქნა სამსახურის 2018-2022 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში.