სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტორებმა ინდოეთის აუდიტის საერთაშორისო ცენტრში (ICISA), ერთთვიანი სასწავლო კურსი გაიარეს 13 მარტი, 2023

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ტრენინგპროგრამაში - „აუდიტი IT გარემოში“ (Auditing in IT Environment), რომელიც ქ. ნოიდაში (ინდოეთი) მიმდინარეობდა. 

ერთთვიანი სასწავლო კურსი, რომელშიც ჩართული იყო 25 სხვადასხვა ქვეყნის 40-მდე წარმომადგენელი, მოიცავდა IT აუდიტის, მონაცემთა ანალიზის და ვიზუალიზაციის მიმართულებით ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე. 

ინდოეთის საინფორმაციო სისტემებისა და აუდიტის საერთაშორისო ცენტრთან (ICISA) თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები, სადაც განიხილეს ინოვაციური IT პროგრამები და სასწავლო კურსები, რომელთა გამოყენება მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

ინდოეთის უმაღლესი აუდიტორული ორგანოს (SAI) მიერ დაფუძნებული საინფორმაციო სისტემებისა და აუდიტის საერთაშორისო ცენტრის (ICISA) ტრენინგპროგრამაში მონაწილეობდნენ წამყვანი აუდიტორი ნიკოლოზ სხულუხია, აუდიტორ-ასისტენტი ლაშა თურმანიძე, და უფროსი აუდიტორ-ასისტენტი ნიკოლოზ ქაჯაია. მათ ტრენინგის ბოლოს სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ.