სახელმწიფო აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტორებმა პარლამენტში ეფექტიანობის ორი ანგარიში წარადგინეს 09 ივნისი, 2025

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აუდიტის ორი ანგარიში წარადგინა პარლამენტის აუდიტების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე.

ეფექტიანობის ანგარიშები, სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო პროცესის ეფექტიანობას და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას ზოგადი განათლების სფეროში, ეხებოდა.

სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო პროცესის შემოწმებისას გაკეთებული მიგნებები და რეკომენდაციები პარლამენტის წევრებს აუდიტის ჯგუფის უფროსმა გიორგი ხარატიშვილმა წარუდგინა. მან ასევე აუდიტის ობიექტის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრა გაცემული რეკომენდაციების მნიშვნელობასა და მათი შესრულების სტატუსზე. 

ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კაპანაძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს გააცნო ანგარიში  - „გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ზოგადი განათლების სფეროში“. ანგარიშის ფარგლებში 2018-2023 წლების სტრატეგია და გატარებული ღონისძიებებია შესწავლილი და აუდიტის ობიექტების მიმართ ოთხი რეკომენდაციაა გაცემული. აუდიტის ობიექტები ეთანხმებიან გაცემულ რეკომენდაციებს და აღნიშნავენ, რომ საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე მათი შესრულება ხანგრძლივ დროშია გაწერილი.