სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საჯარო სექტორის აუდიტორის სერტიფიკატების გადაცემა 09 აგვისტო, 2013

2013 წლის მაისში საჯარო აუდიტის ინსტიტუტმა დაიწყო საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების გაწევის მსურველ პირთა სერტიფიცირების პროცესი. აღნიშნული სერტიფიცირება საქართველოში პირველად ჩატარდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული სფეროს განვითარებისათვის.
სერტიფიცირების გავლის სურვილი გამოთქვა 38 პირმა. მათ 2 თვის მანძილზე გაიარეს სპეციალური საკვალიფიკაციო კურსი. კურსის გავლის შემდგომ 32 მათგანმა წარმატებით ჩააბარა სასერტიფიკაციო გამოცდა, რომელთაც დღეს საჯარო სექტორის აუდიტორის 5 წლიანი სერტიფიკატი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ სერტიფიცირების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად დამატებით შემოღებულ იქნება განგრძობადი სავალდებულო განათლების პროგრამა და ხარისხის კონტროლის სისტემა.

იხ.ტელესიუჟეტი