სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა „ოჯახში ძალადობის შემცირების პროექტის“ ფინანსური აუდიტი. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ (USAID) და განხორციელებულია სსიპ − ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ.
აუდიტი ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. ანგარიში მომზადდა ინგლისურ ენაზე და ითარგმნა ქართულად.
აუდიტმა მოიცვა ანგარიშვალდებულების დოკუმენტის, შიდა კონტროლის სისტემისა და დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის საკითხების შეფასება.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა არამოდიფიცირებული მოსაზრება ანგარიშვალდებულების დოკუმენტზე, რომ იგი 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 ივლისამდე პერიოდისთვის, ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, წარმოდგენილია შეთანხმების პირობების და აღრიცხვის პოლიტიკის შესაბამისად.