სახელმწიფო აუდიტის სამსახური

განათლება 21 ივნისი, 2017
სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2016

აუდიტის დეპარტამენტმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განახორციელა სსიპ - სასწავლო უნივერსიტეტი - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის 2016 წლის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი გარემოებები:

  • საზღვაო აკადემიაში დადგენილი წესის შესაბამისად სათანადოდ არ ხორციელდება აკადემიური პერსონალის და მოწვეული მასწავლებლის მიერ სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ შეტყობინების, გაცდენილი სალექციო საათების აღდგენის და ჩანაცვლების ეფექტური ადმინისტრირება;
  • საზღვაო აკადემიას, მონიტორების სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებამდე, არ მიუღია საქართველოს მთავრობის თანხმობა, რითაც შეუსრულებელია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის N252 დადგენილების მოთხოვნები;
  • საზღვაო აკადემიაში არ არის ჩატარებული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირებთან, დადგენილი წესით არ არის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება, სრული მატერიალური პასუხისმგებლობის შესახებ;
  • საზღვაო აკადემიის მიერ, მოიჯარის მხრიდან საიჯარო ხელშეკრულების პირობების დარღვევისას, არ იქნა მიღებული ეფექტური და დროული გადაწყვეტილება, ქონების დაბრუნების და მისი შემდგომი განკარგვის შესახებ.

აუდიტის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაცემული იქნა შესაბამისი რეკომენდაციები.