2013 წელს ფონდის მიერ არ არის გათვალისწინებული "საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანების მოთხოვნები.
2014 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია წინა წლების განმავლობაში არსებული 808,672 ლარის ღირებულების დაუმთავრებელი ძირითადი აქტივები, რომელთა პირველადი დამადასტურებელი დოკუმენტაცია საინვენტარიზაციო კომისიამ ვერ მოიძია.
ფონდის მიერ გამოვლენილი გამარჯვებული პრეტენდენტი ექვემდებარებოდა დისკვალიფიკაციას, რაც არ განხორციელებულა.
ერთ შემთხვევაში ფონდმა პრეტენდენტს არ მიმართა სატენდერო წინადადებაში არსებული ხარვეზების დაზუსტების მიზნით, რაც დაუზუსტებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია გამხდარიყო პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის მიზეზი.
თელავში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგად (სეტყვა და ქარიშხალი), საჭირო გახდა 1,562,104 ლარის ღირებულების დამატებითი სარემონტო სამუშაოები, თუმცა ფონდმა დამატებით შესასრულებელ სამუშაოებზე ვერ წარმოადგინა შესაბამისი დეფექტური აქტები.
მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროს განვითარების პროექტზე გაწეულია 530,296 ლარის ხარჯი, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, რადგან პროექტი შეწყდა მიმდინარეობის პროცესში.