დღეს, 10 ივლისს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონალური პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა კავკასიაში" ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიწყო სამდღიანი სამუშაო შეხვედრები ეფექტიანობის აუდიტის საკითხებზე.
შეხვედრებზე, რომელსაც გერმანიის ფედერალური საანგარიშო პალატის ექსპერტი იენს ჰერმან ტროინერი მართავს, განიხილება „ღვინის პოპულარიზაციის ეფექტიანობის აუდიტისა" და „ეროვნული ბანკის ეფექტიანობის აუდიტის" დაგეგმვის მეთოდები და კონცეფცია.
მიმდინარე შეხვედრები GIZ-ის რეგიონალური პროგრამის „საჯარო ფინანსების მართვა კავკასიაში" ფარგლებში განხორციელებული პირველი ღონისძიებაა. აღნიშნული პროგრამა ფუნქციონირებს 2012 წლის 1 მაისიდან და მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში საჯარო ფინანსების სისტემის გამჭვირვალობასა და შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან. პროგრამის პარტნიორ ორგანიზაციებს საქართველოში წარმოადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი.
ტრენინგი ეფექტიანობის აუდიტში
10 ივლისი, 2012